გუშინდელი პროტესტი ადგილზე სამშენებლო ტექნიკის გამოჩენას მოჰყვა

რადიო "ჰერეთის" ჟურნალისტი გიორგი ალადაშვილი "დილის საუბრებში" ყვება პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირების მეორე დილით არსებულ ვითარებაზე. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის თელავის საავადმყოფოში რჩება 16 დაშავებული. ექიმ მაია მრელაშვილის თანახმად, მათი უმრავლესობა სამართალდამცავები არიან. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თელავის საავადმყოფოში 40-ზე მეტ დაშავებულს გაუწიეს დახმარება. გიორგი ალადაშვილის თქმით, ორშაბათს დილით ადგილზე მხოლოდ დაცვის პოლიცია იმყოფებოდა.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ალადაშვილი დაპირისპირების მეორე დღეს პანკისში არსებულ ვითარებაზე