გასულ წელს ჩატარებული სამუშაოების შემდეგ სკოლის პირველი სართულის ნაწილში ხის იატაკები ცემენტით შეცვალეს, თუმცა ქვეწარმავლებმა ახლა გაურემონტებელ ნაწილში გადაინაცვლეს. მოსწავლეები ქვეწარმავლებს გაკვეთილების მიმდინარეობის დროსაც ნახულობენ. რეგიონში არ არსებობს სამსახური, რომელიც ქვეწარმავლის პოვნის შემთხვევაში მოსახლეობას დაემხარება. ვინ მოაგვარებს პრობლემას და როდის?
Your browser doesn’t support HTML5
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთის, ჯიმშერ მაისურაძის სახელობის საჯარო სკოლაში მრავალწლიანი პრობლემა ვერ გვარდება. ჰაერის ტემპერატურის მატებისთანავე სკოლის შენობაში და საკლასო ოთახებში ქვეწარმავლები ისევ გამოჩნდნენ. პრობლემაზე რეპორტაჟი ჩვენ გასულ წელსაც მოვამზადეთ. სკოლის დირექტორი თამარ მაისურაძე ამბობს, რომ ამბის მედიაში გაშუქების შემდეგ სკოლის შენობის ნაწილს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პირველ სართულზე ხის იატაკები ბეტონით შეიცვალა. თუმცა სკოლის მეორე ნაწილი კვლავ სარეაბლიტაციო დარჩა და ქვეწარმავლები ახლა სწორედ სარემონტო ნაწილში არიან.
მერიისგან ან განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურისგან ზაფხულისთვის იგეგმება, რომ მთლიან სივრცეს სრული რეაბილიტაციას გაუკეთდეს. ფიქრობ, რომ ეს პრობლემა სრულიად მოგვარდება...თამარ მაისურაძე
„გასულ წელს ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი სპეციალური სამსახური და აგვიხსნეს, რომ ქვეწარმავლები არ იყვნენნ შხამიანი, მაგრამ ჩვენთვის მისი დანახვაც კი საგანგაშოა და ბავშვებზე ეს უარყოფიად მოქმედებს. სასწავლო კორპუსის ნაწილი დარჩა სარეაბილიტაციო და იქ არის ძველი გამათბობელი ბატარეების ხვრელები. ვფიქრობთ რომ მაგ ხვრელებიდან შემოდიან ოთახებში. წელს ერთეული შემთხვევები უკვე დაფიქსირდა, როცა ქვეწარმავლები კლასებშიც გამოჩნდნენ“.
სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მაისურაძე ამბობს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ჰქონდათ შეთავაზება, პრობლემის მოსაგვარებლად სკოლის სრული რეაბილიტაცია მომხდარიყო, თუმცა იმის გამო, რომ სასწავლო პროცესი მიმდინარეობს რეაბილიტაცია საზაფხულო დასვენების პერიოდამდე ვერ დაიწყება. დირექტორი ამბობს, რომ სკოლაში ქვეწარმავლების კვლავ გამოჩენის ფაქტი ადგილობრივ მერიას და სამინისტროს ინფტარსრუქტურის სამსახურს აცნობა და მათგან წერილობით პასუხს ელოდება, იმის სესახებ როგორ მოიქცნენ შენობის სრულ რეაბილიტაციამდე.
„მერიისგან ან განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურისგან ზაფხულისთვის იგეგმება, რომ მთლიან სივრცეს სრული რეაბილიტაციას გაუკეთდეს. ფიქრობ, რომ ეს პრობლემა სრულიად მოგვარდება“.
როგორ გეგმავს ლაგოდეხის მერია პრობლემის მოგვარებას? - ამ შეკითხვით ჩვენ მერის მოადგილე მივმართეთ. ალექსანდრე ჭანკოტაძის თქმით, ჯერ სკოლაში არსებულ ვითარებას შეისწავლიან და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
„თავისთავად ცხადია ამ ყველაფერს უნდა შესწავლა-დათვალიერება ადგილზე და მერე უკვე იქიდან გამომდინარე თუ რა კომპედენცია გაგვაჩნია იმის და მიხედვით საქმიანობის დაგეგვმა. არ ვიცი კონკრეტულად ვინ რას დაჰპირდა ქალბატონ დირექტორს, მაგრამ მე ამ ეტაპზე მინდა რომ ჩავიდე და უბრალოდ შევისწავლო სიტუაცია დავათვალიერო, აღვწერო და მერე მოვახსენო მერს და მერია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.
ვისაც ეს ხელეწიფება ვისი მოვალეობაც არის ყველას ყველა მშობლის სახელით მივმართავ თხოვნით, რომ მოგვაქციოს ყურადღება...
სოფელ გიორგეთში 2016-2017 სასწავლო წლის მიწურულს, პრობლემა იმდენად მწვავედ იდგა, რომ რამდენიმე დღით სასწავლო პროცესიც კი შეწყდა. მშობლებმა ბავშვები სკოლაში მას შემდეგ აღარ გაუშვეს, რაც საკლასო ოთახებში, სწავლის მიმდინარეობის დროს, ქვეწარმავლები ნახეს. მშობლებმა, შესაბამისი უწყებებისგან დახმარება მაშინვე მოითხოვეს.
„ვისაც ეს ხელეწიფება ვისი მოვალეობაც არის ყველას ყველა მშობლის სახელით მივმართავ თხოვნით, რომ მოგვაქციოს ყურადღება“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა გასულ წელს.
კახეთში გიორგეთის საჯარო სკოლა არ არის ერთადერთი, სადაც ქვეწარმავლები ნახეს. გასულ წელს ანალოგიური პრობლემა იყო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროშიც. აღსანიშნავია, რომ რეგიონში არ არსებობს სამსახური, რომელიც ქვეწარმავლის აღმოჩნენის შემთხვევაში მოსახლეობას დაემხარება. რეგიონში ერთადერთი პროცედურა, რასაც დაზარალებულ მოსახლებას სთავაზობენ, ეს არის აცრა, რომელიც გველის ნაკბენის შემდეგ კეთდება.