გია ვოლსკი ლავროვისა და ზალკალიანის შეხვედრაზე
Your browser doesn’t support HTML5
„ამ შემთხვევაში საკითხის გაპრიმიტიულება - ვინ მოითხოვა შეხვედრა, ეს არის პოლიტიკური თამაშის ერთ-ერთი ასპექტი... მოითხოვა შეხვედრა საქართველომ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ქედის მოხრას და მით უმეტეს - საერთაშორისო კონტექსტიდან ჩვენი ინტერესების ამოვარდნას“, - განაცხადა 30 სექტემბერს უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო შვეიცარიის კონფედერაცია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით კი, მასთან შეხვედრის ინიციატივა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან, დავით ზალკალიანისგან მოდიოდა. ეს განცხადება სერგეი ლავროვმა გააკეთა 27 სექტემბერს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ბოლო დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივის შესახებ.