უზენაესი სასამართლო დასაკომპლექტებელია. გასული წლის ბოლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა ათკაციანი სიის პარლამენტისთვის წარდგენას მოჰყვა როგორც სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, ისე უთანხმოება მმართველ პარტიაში. ამ ფონზე 21 იანვარს ცნობილ სიაში შემავალმა მოსამართლეებმა პარლამენტს მიმართეს "არ მიეცეს მსვლელობა" მათი კანდიდატურების განხილვას. დაანონსებულია სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისთვის კრიტერიუმების შეთანხმება. რა შედეგს გამოიღებს ეს პროცესი, ჯერჯერობით ბუნდოვანია. სხვა საკითხია, რომ უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა უნდა შეივსოს და უნდა შეივსოს პროფესიონალი, პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი კადრებით. რა ფაქტორები უზრუნველყოფდა ამ პროცესს? რა პრობლემებამდე მივყავართ ამ საკითხზე მსჯელობას? გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამების მენეჯერი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს სასამართლოს კლანსა და "კლანის ძმაკაცებზე პარლამენტში", გამოწვევებზე, რომლებიც გადასალახავია და შანსებზე, რომლებიც გადასარჩენია:
Your browser doesn’t support HTML5