გერმანიის არჩევნები - უკრაინელი ქალი შედეგის მოლოდინში

Your browser doesn’t support HTML5

დარია კოლესნიკოვა, უკრაინის მოქალაქე, რომელიც ერთი გერმანელი კანონმდებლისთვის მუშაობს, ამბობს, რომ სარჩევნო კამპანიისთვის თვალყურის დევნება მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. დარია კოლესნიკოვა - უკრაინელი ქალი, თავდაჯერებით დააბიჯებს გერმანიის ხელისუფლების დერეფნებში. 32 წლის ქალი ერთ-ერთი კანონმდებლის უფროსი მრჩეველია პოლიტიკის საკითხებში. დარიას უნიკალური საშუალება აქვს, გერმანიის პოლიტიკას თვალყური ადევნოს, განსაკუთრებით ახლა, როცა 23 თებერვალს გერმანიაში ფედერალური არჩევნები იმართება. „მათი ხმა გადაწყვეტს, როგორ იცხოვრებს მილიონობით უკრაინელი მომავალ წლებში“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას მზით გაჩახჩახებულ სხდომათა დარბაზში - მინის კედლებით, საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება ბერლინში რაიხსტაგზე - გერმანული პარლამენტის ისტორიულ შენობაზე.