გერმანელი ბერების მიერ დაარსებული ბუხჰაგენის გერმანული მართლმადიდებლური მონასტერი

Your browser doesn’t support HTML5

ადრეული ქრისტიანები ქართული მრავალხმოვანი საგალობლის დარად გალობდნენ, - ამას გეტყვიან ბერები გერმანიაში, ქვემო საქსონიაში, მე-20 საუკუნის 90-იან წლებში დაარსებულ მართლმადიდებლურ მონასტერში. ქრისტიანობა მე-11 საუკუნეში გაიყო ორ ნაწილად, მანამდე გერმანელი ქრისტიანები მართლმადიდებლები იყვნენ, ამბობენ ბერები ბუხჰაგენში.