გახარია წავიდა, ღარიბაშვილი მოდის - ინტერნეტის რეაქცია

ფოტო: ფეისბუკგვერდი "ისტორიული მიმები"

გიორგი გახარია გადადგა, „ქართულმა ოცნებამ” კი ირაკლი ღარიბაშვილს მეორედ გაპრემიერების შანსი მისცა. ამ ფონზე კვლავ გაურკვეველია, დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას. 

ტრადიციულად, პოლიტიკურმა კრიზისმა ბევრი ინტერნეტმომხმარებელი შთააგონა.

კრეატივის პირველი ტალღა ნიკა მელიას შესაძლო დაკავებას მოჰყვა.

დილაუთენია გიორგი გახარიამ მოსახლეობას გადადგომის შესახებ აცნობა. ამის მიზეზად კი ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

ზოგმა შეამჩნია, რომ გახარიას გადადგომა ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს დაემთხვა.

მისი ნაბიჯი არაერთგვაროვნად შეაფასეს.

მაგრამ ისიც ივარაუდეს, რომ ყოფილი პრემიერი უსამსახუროდ დიდხანს არ დარჩება.

ვინ იქნება შემდეგი? ეს კითხვა ბევრს გაუჩნდა.

თუმცა საზოგადოების მოლოდინი ხანმოკლე აღმოჩნდა. მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა.

მმართველმა გუნდმა პირვანდელ გეგმას გადაუხვია და ახალი პრემიერი იმავე დღეს წარადგინა.

ზოგმა ეს პოლიტიკური ოპონენტების გრძნობებზე თამაშად შეაფასა.

ზოგმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო მწუხარება გამოხატა.

ზოგმა კი - იმედგაცრუება.

ვიღაცამ საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება ერთ ფოტოში ჩაატია.

ვიღაცამ კი ივარაუდა, როგორ განვითარდება მოვლენები.

თუმცა ღარიბაშვილის წარდგენას მოლოცვებიც მოჰყვა. იქიდან ზუსტად 10 წუთში, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი და პროპორციული სიით პარლამენტში შესული სავალან მირზოევი ყოფილ (და დიდი ალბათობით მომავალ) პრემიერთან ერთად გადაღებულ ფოტოებზე დათაგეს.

ამასობაში, პრემიერ-მინისტრის ჩანაცვლებას ქვეყნის ფარგლებს მიღმაც გამოეხმაურნენ. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკი დარწმუნებულია, რომ საქართველო „ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებს”.