გაფიცული მძღოლებისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ჯერჯერობით უშედეგო აღმოჩნდა
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ხორბლის
ავტოტრანსპორტით გადამზიდავებს კომპრომისის სახით შესთავაზა იმ ბრძანების
ამოქმედების მიმდინარე წლის ბოლომდე გადავადება, რომლის თანახმად,
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლისა და ფქვილის შემოტანა და გატანა
შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით და, ცალკეულ
შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებითაც.