იმპორტირებული ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავებმა უარყვეს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის წინადადება და აგრძელებენ გაფიცვას.
„გაფიცვას ვაგრძელებთ და მოვითხოვთ, ფინანსთა მინისტრმა გადახედოს თავის წინადადებას, რომელიც დღეს შემოგვთავაზა“, უთხრა რადიო თავისუფლებას გია თუთაშვილმა, ერთ-ერთმა გაფიცულმა. მისივე თქმით, ეს პოზიცია ყველა მძღოლმა გაიზიარა.
ასევე ნახეთ გაფიცული მძღოლებისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრა ჯერჯერობით უშედეგო აღმოჩნდაგაფიცულთა მოთხოვნით, 19 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროში მედიის თანდასწრებით გაიმართა შეხვედრა, სადაც მინისტრმა მაჭავარიანმა მძღოლების საინიციატივო ჯგუფს, კომპრომისის სახით, სადავო ბრძანების ამოქმედების მიმდინარე წლის ბოლომდე გადავადება შესთავაზა. ამ ხნის განმავლობაში უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ბრძანების კორექტირებაზე შეთანხმდება.
ჩვენი მოთხოვნა კი მარტივია: ან გაუქმდეს ბრძანება, ან იმგვარი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც გადამზიდავებს არ ჩააყენებს წამგებიან ვითარებაში რკინიგზასთან ან მცურავ საშუალებებთან, რომლებსაც იმპორტირებული ხორბალი შემოაქვთ.გია თუთაშვილი
სადავო ბრძანების თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლისა და ფქვილის შემოტანა და გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით და, ცალკეულ შემთხვევებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებებითაც. მისი ამოქმედება მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს შედის ძალაში. მძღოლები, რომლებიც თბილისიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარე განბაჟების ეკონომიკურ ზონასთან არიან თავმოყრილი და საკუთარი ავტომანქანებით გადაკეტილი აქვთ საბაჟო ტერმინალის ტერიტორია, ბრძანების გაუქმებას ითხოვენ, თუმცა 19 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრს დაჰპირდნენ, რომ შეთავაზებულ წინადადებას განიხილავენ.
გია თუთაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შემოთავაზებულ ვადაში შეიძლება ვერც შეთანხმდნენ, ანუ უფრო ადრე მოიძებნოს კომპრომისი.
„ეს დამოკიდებულია ფინანსთა სამინისტროს პოზიციაზე, რომელიც უგულებელყოფს ჩვენს მოთხოვნებს“, თქვა გია თუთაშვილმა.“ჩვენი მოთხოვნა კი მარტივია: ან გაუქმდეს ბრძანება, ან იმგვარი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც გადამზიდავებს არ ჩააყენებს წამგებიან ვითარებაში რკინიგზასთან ან მცურავ საშუალებებთან, რომლებსაც იმპორტირებული ხორბალი შემოაქვთ“.
Your browser doesn’t support HTML5
გია თუთაშვილმა დასძინა, რომ ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავების ბაზრიდან განდევნა კიდევ უფრო გააძვირებს იმპორტირებულ ხორბალს. მისივე თქმით, თუ ახლა ერთი ტონა ხორბლის ფასი 750 ლარის ფარგლებში მერყეობს, ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედების შემდეგ მისი ფასი 40-50 აშშ დოლარით გაიზრდება. გარდა ამისა, დასძინა გია თუთაშვილმა, 1800 მძღოლი ულუკმაპუროდ დარჩება.