ქუთაისში ჭავჭავაძის პროსპექტზე არსებულ მაღაზიებსა და ბაზრობებზე დასაქმებულები ადგილობრივ ხელისუფლებას გარევაჭრობის აკრძალვას სთხოვენ. მათი თქმით, გარდა იმისა, რომ სავაჭრო ობიექტებში მომხმარებელი აღარ შედის და მათ დიდი გადასახადები აქვთ, ქუჩაზე ანტისანიტარია და უწესრიგობაა. გარემოვაჭრეები კი ამბობენ, რომ ბაზარსა და მაღაზიებში მყიდველი ცოტაა, ამიტომ ისინი გარევაჭრობას არჩევენ.