გორის კლინიკის, „გორმედის“, რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა 39 წლის ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, H1N1 ვირუსით იყო დაავადებული. გარდაცვლილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზის მცხოვრები იყო. ის „გორმედში“ გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან. „გორმედის“ მედპერსონალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს ჰქონდა ძლიერი ცხელება და სუნთქვის მწვავე უკმარისობა და, ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებიდან, დაახლოებით, ერთ საათში გარდაიცვალა. იმის ლაბორატორიულად დადგენა, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს H1N1 ვირუსი, მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი.
Your browser doesn’t support HTML5
„გორმედის“ დირექტორი დავით ყაზაიშვილი ამბობს, რომ კლინიკაში პაციენტი დაგვიანებით შევიდა, რეანიმაციულმა ღონისძიებებმა კი შედეგი არ გამოიღო.
დაავადების რისკჯგუფში ყველაზე მეტად პატარები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები შედიან. ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ გრიპის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიაკითხონ ექიმს.
გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სწრაფად იზრდება დედათა და ბავშვთა ცენტრში. ბავშვთა კლინიკაში 54 პაციენტია მოთავსებული. მათი რაოდენობა ბოლო ერთ კვირაში სწრაფად იზრდებოდა. მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, პირღებინება -ამ კლინიკური ნიშნებით მიყვანილ ბავშვებს სტაციონარში ტოვებენ, შედარებით მსუბუქ ავადმყოფებს კი ამბულატორიულ მკურნალობაზე უშვებენ. დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ამჟამად გადავსებულია.
დედათა და ბავშვთა ცენტრის ექიმი მიხეილ ხაბაზიშვილი ამბობს, რომ კლინიკას პაციენტების მისაღებად რესურსი კიდევ აქვს, მაგრამ დეკემბრის ბოლოდან ვირუსული ინფექციებით დაავადებულ მოზარდთა რიცხვი სწრაფად იზრდება.
დაავადების რისკჯგუფში ყველაზე მეტად პატარები, მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები შედიან. ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ გრიპის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიაკითხონ ექიმს, რათა შემდგომი გართულებები თავიდან აიცილონ.