გარდაბანში ნოვრუზ ბაირამს დღესასწაულობენ
Your browser doesn’t support HTML5
ქვემო ქართლის აზერბაიჯანელი მოსახლეობა აღნიშნავს გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს - ნოვრუზ ბაირამს, რომელიც 22 მარტს დასრულდება. ზეიმობენ ქალაქ გარდაბანშიც, რომელსაც 20 მარტს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტუმრა. ნოვრუზ ბაირამის დროს, ტრადიციულად, ხალხმრავლობაა ქუჩებში; ნათესავები და მეზობლები სტუმრობენ ერთმანეთს; ოჯახებში ამზადებენ ტკბილეულსა და ნაციონალურ კერძებს. სადღესასწაულო თვის ბოლო კვირას ანთებენ დიდ კოცონს, რომლითაც სიმბოლურად „განდევნიან“ ზამთარს. დღეს ეს კოცონი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაანთო.