განაჩენი 14 წლის შემდეგ - ბუტა რობაქიძის მკვლელობისთვის
Your browser doesn’t support HTML5
2018 წლის 18 დეკემბერს, ბუტა (ამირან) რობაქიძის მკვლელობიდან 14 წლის შემდეგ, მოსამართლემ საქმეზე საბოლოო განაჩენი გამოიტანა - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული ხუთივე პირი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები: გურამ დონაძე, დავით იაშვილი, ზურაბ მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დამნაშავედ ცნო და მათ პატიმრობა შეუფარდა. საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა მხოლოდ ზაზა ბაქრაძეს, რომელიც დანაშაულს აღიარებდა. მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით და 5000-ლარიანი ჯარიმა. ასევე ყველას ჩამოერთვა უფლება 2 წლით და მეტით დაიკავონ თანამდებობა საჯარო სექტორში.
ბუტა რობაქიძის მშობლების განცხადებით, ამ განაჩენით სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყო და მალე პასუხი იმ მაღალჩინოსნებსაც მოეკითხებათ, ვინც ამ სპეცოპერაციის დამკვეთები იყვნენ. დაკავებულების ოჯახების წევრები კი აცხადებდნენ, რომ მათი ახლობლები უდანაშაულები არიან და რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დააპატიმრეს.
18 დეკემბერსვე შსს-მ ის პირიც დააკავა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე პროცესზე პროკურორ დავით ნეფარიძეს სანთებელა ესროლა.