გამშვები პუნქტები რუსთავში
Your browser doesn’t support HTML5
შს სამინისტროს რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს, ადილობრივი საპატრულო პოლიციის და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, 31 მარტს, დილიდან, რუსთავის ოთხივე შემოსასვლელში გამშვები პუნქტები მოაწყვეს. სამხედროებისთვის გაშლილია საველე კარვები, ასევე, მოქალაქეებისთვის მოწყობილია პირველადი თერმოსკრინინგის პუნქტები. დღეს, დილის 8 საათიდან, საქართველოში ამოქმედდა სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოწალაქეთა გადაადგილება იკრძალება, სპეციალური საშვის გარეშე.