გამომგონებელი გოგოები საქართველოდან
Your browser doesn’t support HTML5
11 ოქტომბერი გოგოების საერთაშორისო დღეა, რომლის ერთ-ერთი მიზანი
გამომგონებელი გოგოების ხელშეწყობაა, რადგან მსოფლიოში მეცნიერებასა და
ტექნოლოგიებში ქალების დეფიციტია. ისინი ამ სფეროში მხოლოდ 30 %-ს
შეადგენენ. წლევანდელი გოგოების დღის მთავარი მოწოდება კი ასე ჟღერს:
„კვალიფიციური გოგოების სამუშაო ძალა“. გაიცანით მეთორმეტეკლასელები
თბილისიდან - დეა ილარიონოვა, შორენა და მარინა გუჯაბიძეები, რომლებიც
მიკრობიოლოგიისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებით უკვე არაერთი
გამოგონების ავტორები არიან. მათ მესამე ადგილი აიღეს ევროკავშირის
ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე, სადაც მსოფლიოს გამომგონებელი ბავშვები
მონაწილეობდნენ.