გამოდი გარემოსთვის - აქცია უკეთესი ეკოლოგიური გარემოსთვის
Your browser doesn’t support HTML5
გამოდი გარემოსთვის, გაიფიცე გარემოსთვის - ახალგაზრდა მწვანეები და მოძრაობა „ვინ’მე“-ს წევრები 5 მაისს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და ამ ლოზუნგებით რუსთაველის გამზირზე აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს. შემდეგ კი თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით გაემართნენ. ახალგაზრდები მთავრობას მწვანე პოლიტიკის გატარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ თუ ქვეყანაში არსებული საგანგაშო ეკოლოგიური მდგომარეობა არ შეიცვლება დღეს, ხვალ მათი მომავალი ბუნდოვანი იქნება. მათ ძირითად მოთხოვნებს შორის არის თბილისში ტრამვაის დაბრუნება, ჰესების მშენებლობის შეჩერება, რეკრეაციული ზონების გასხვისების შეწყვეტა, იპოდრომის ცენტრალურ პარკად ქცევა და ა.შ.