რას უფრო ჰგავდა ეკა ბესელიას ხელის მოძრაობა - „მოკეტეს“ თუ „ენას ამოგაწიწკნის“? ჯიმი და ნიკო არ ამართლებენ ძალადობას, მაგრამ არც იმ მოსაზრებას ეთანხმებიან, რომ დეპუტატ ზარდიაშვილს „არასწორი ხელი“ მოხვდა. არასწორი იყო შვედ გოგონაზე ქილიკი, 80 წლის კიტოვანის ლინჩის წესით გასამართლების სურვილი, თვითონ ბესელიას დაშანტაჟება და სხვა ბევრი რამ, მაგრამ არა გალაწუნება, რომლის ხმაც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გაისმა.