გალაკტიონი ბარათაშვილზე

ლიტერატურული გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის დამოკიდებულებაზე მის მასწავლებელთან, რომელსაც იგი მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს გენიოსად მოიხსენიებდა, ნიკოლოზ ბარათაშვილთან. სწორედ გალაკტიონი, თავისი ლექსებით, პოემით, დღიურებით არის ამ გადაცემის ვირტუალური სტუმარი. ვის ეძღვნება „არტისტული ყვავილების“ შედევრი „მას გახელილი დარჩა თვალები“? რატომ ტირის ამ გენიალურ ლექსში ცერერა, იგივე კერესი, იგივე დემეტერი? რატომ ადარებდა გალაკტიონი ნიკოლოზ ბარათაშვილს ედგარ ალან პოს? როგორ აფასებს მეოცე საუკუნის მთავარი გენიოსი მეცხრამეტე საუკუნის მთავარი გენიოსის ისტორიულ დანიშნულებას? – ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.