გაკვეთილები ღია ცის ქვეშ

Your browser doesn’t support HTML5

საკლასო ოთახი სკოლის ეზოში პირველკლასელების უჩვეულო გარემოში დასახვედრად მოაწყვეს, მაგრამ პანდემიის რეჟიმში ჰაერზე სწავლება იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ ხაშურის პირველი სკოლის ყველა კლასი რიგ-რიგობით იყენებს ამ სივრცეს გაკვეთილებისთვის. აქ ტარდება მასწავლებლების შეკრებები და  მშობლებთან შეხვედრებიც.