„გავიგუდემ“ ხეები დარგო

Your browser doesn’t support HTML5

რუსთავის ეკოლოგიურმა ჯგუფმა „გავიგუდემ“ ადგილობრივი სკოლების ეზოების გამწვანება დაიწყო. რუსთავის ბევრ ი სკოლის დიდი ეზოები და ძველი სპორტული მოედნები ფაქტობრივად მხოლოდ ბალახით არის დაფარული. სკოლის კურსდამთავრებულების თხოვნით და ეკოაქტივისტების ორგანიზებით, რუსთავის 24-ე საჯარო სკოლაში ფიჭვისა და ვერხვის ნერგები დარგეს.