გადათხრილი რუსთაველის გამზირი ქუთაისში
Your browser doesn’t support HTML5
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე, თითქმის სამი თვეა მიმდინარეობს მიწისქვეშა მუნიციპალური წყალგაყვანილობის სარემონტო სამუშაოები. ამის გამო ქალაქის ცენტრალური გზა ნაწილობრივ გადაკეტილია. ავტოტრანსპორტს რუსთაველის გამზირზე მოძრაობა უჭირს. ხშირად იქმნება საცობები. მძღოლები გადაადგილების გასამარტივებლად ტროტუარებსაც იყენებენ, რაც საფრთხეს უქმნის ფეხით მოსიარულეებს.
რუსთაველის გამზირზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია SMK ახორციელებს.
ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, როდის დასრულდება რეაბილიტაცია და დაიგება გზა.