გაბრაზებული ადამიანების „გამარჯვებული საქართველო“

ირაკლი ოქრუაშვილმა წინასაარჩევნოდ ახალი პოლიტიკური მოძრაობაგამარჯვებული საქართველოდააფუძნა.

  • მოძრაობის წევრებიდან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები არინ: კოტე კემულარია – უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
  • გურამ ჩალაგაშვილი – სემეკის ყოფილი თავმჯდომარე;
  • ვალერი გელბახიანი – პოლიტიკოსი;
  • გუბაზ სანიკიძე – ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი;
  • ნიკა რამიშვილი (დრუპი) – კომიკოსი.

ჩვენ გვაქვს ამბიცია შევქმნათ ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანის დიდი მოძრაობა“, - თქვა ირაკლი ოქრუაშვილმა „გამარჯვებული საქართველოს“ წარდგენაზე, გუბაზ სანიკიძემ კი განმარტა, რომ ყველასთან აპირებენ თანამშრომლობას, ვინც ახლა ოპოზიციაშია.

ძალიან საშიში ხალხი აპირებს მთავრობაში მოსვლას“, - განაცხადა ახალი მოძრაობის პრეზენტაციამდე „შერატონ მეტეხი პალასში“ მისულმა სოსო რობაქიძემ, 2004 წელს, ოქრუაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, სამართალდამცველების მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ.

არ ვაცლი არც პოლიტიკოსობას, არც ოპოზიციონერობას, არც მთავრობაში მოსვლას... გავაცოცხლებგადაარჩინე სიცოცხლეს“, რომ ყველამ გაიგოს, ვინ არის ადეიშვილი, ოქრუაშვილი, სააკაშვილი. ვინც ამ ხალხის გვერდით დადგება, ის ჩემ თვალში არის კრიმინალი“, - უთხრა სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებს.

რამდენიმე ფაქტი ოქრუაშვილის წარსულიდან

ირაკლი ოქრუაშვილი 1973 წლის 6 ნოემბერს დაიბადა. ის ცხინვალიდანაა, განათლებით იურისტი. მიხეილ საკაშვილის მთავრობაში ერთ-ერთი ხმაურიანი ფიგურა იყო. ერთი წელი საქართველოს იუსტიციის მაშინდელი მინისტრის, მიხეილ სააკაშვილის, მოადგილედ მუშაობდა, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა. ამ დროს უკავშირდება რეგიონში კორუფციასა და კონტრაბანდასთან ომის გამოცხადება და მათ შორის ცნობილი „რეიდი ბორდელში“.

იმ წლებში მინისტრების კარუსელი - ერთი პოსტიდან მეორეზე გადაყვანა - მიღებული პრაქტიკა იყო და ირაკლი ოქრუაშვილმაც რამდენიმე თანამდებობა გამოიცვალა: ის იყო თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, გენპროკურორი, ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

თუ ჩვენ 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს ცხინვალში ვერ ვიზეიმებთ, მე აღარ ვიქნები საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი მოსახლეობას თავისი სიხისტით და შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით დაამახსოვრდა. მაგალითად, მას ეკუთვნის ფრაზა: „რუსულ ბაზარზე ფეკალური მასაც კი იყიდება“. ასევე დაამახსოვრდა ბევრი ბრუტალური ისტორიით, რომელშიც ოქრუაშვილის სახელი პირდაპირ თუ ირიბად ფიგურირებს, მათ შორის საჯარო დაპატიმრებები, ფინანსური გარჩევები და ასე შემდეგ...

ომის რიტორიკა

შევარდნაძის მმართველობის შეცვლის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გაჩნდა მოლოდინი, რომ თბილისი კონფლიქტურ რეგიონებთან დიალოგს უფრო სამშვიდობო რელსებზე გადაიყვანდა, მაგრამ ეს მოლოდინი მალევე დაასამარა პირველი პირების, მათ შორის პრეზიდენტისა და ირაკლი ოქრუაშვილის, არადიპლომატიურმა გამონათქვამებმა.

თუ ჩვენ 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს ცხინვალში ვერ ვიზეიმებთ, მე აღარ ვიქნები საქართველოს თავდაცვის მინისტრი“, - თქვა ოქრუაშვილმა 2006 წელს.

თუ ოდეს­მე იკა­ზე ხმას ამო­ი­ღებ ან გა­ზე­თით, ან ტე­ლე­ვი­ზი­ით, შენს ოჯახს მთლი­ა­ნად გა­ვა­ნად­გუ­რებთ. თბი­ლი­სის ოფი­სის წი­ლები შენ და კე­კე­ლიშ­ვილ­მა გად­მო­ა­ფორ­მეთ შე­ნი­ვე და­ქალ თე­ო­ზე.
მიხეილ ქარელი

მანამდე კი, 2004 წლის ივნისში, როცა ირაკლი ოქრუაშვილი შს მინისტრი იყო, გორში საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკა და შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების მებრძოლები გამოჩნდნენ. ეს ძალის დემონსტრირების მორიგი მცდელობა იყო, მაგრამ მას ოკუპირებული ტერიტორიის ძალებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაიღუპა ათობით ჯარისკაცი, 40 ტყვედ ჩავარდა. აგვისტოში ოქრუაშვილი შეტევაზე გადავიდა და ერთი დღით სოფელი თლიაყანა დაიკავა. მეორე დღესვე თბილისმა და ცხინვალმა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

მაშინდელი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ღიად დაუპირისპირდა ოქრუაშვილს, რადგან ქართული მხარე რუსეთიდან ცხინვალის გავლით მომავალ საქართველოს მოქალაქეებს თავის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. თუმცა წლების შემდეგ სუბარი აცხადებდა, კეხვთან დაკავშირებთ ოქრუაშვილზე მეტად სააკაშვილი იღებდა გადაწყვეტილებებსო.

კონფლიქტი მეგობრებთან

ირაკლი ოქრუაშვილი და შიდა ქარ­თლის ყო­ფილ­ი გუ­ბერ­ნა­ტორი, მი­ხე­ილ ქა­რელ­ი, ერთ დროს მეგობრები იყვნენ, შემდეგ კი ერთმანეთს გადაემტერნენ. ქარელმა მოგვიანებთ მის სახელზე მოწერილი წერილიც კი გაასაჯაროვა: თუ ოდეს­მე იკა­ზე ხმას ამო­­ღებ ან გა­ზე­თით, ან ტე­ლე­ვი­ზი­ით, შენს ოჯახს მთლი­­ნად გა­ვა­ნად­გუ­რებთ. თბი­ლი­სის ოფი­სის წი­ლები შენ და კე­კე­ლიშ­ვილ­მა გად­მო­­ფორ­მეთ შე­ნი­ვე და­ქალ თე­­ზე. თუ სამ დღე­ში და­დე­ბი­თად არ გა­და­წყვეტთ,6 რა­საც გწერთ, შენს სახლ-კარს ცე­ცხლს მივ­ცემთ დე­და­შენ-მა­მა­შე­ნი­­ნად, და­ნარ­ჩენს გას­ვე­ნე­ბა­ში რო ჩა­მოხ­ვალ, აქ აგიხ­სნით“...

ქარელი დარწმუნებული იყო, რომ წერილი ოქრუაშვილმა მისწერა, საქმე კი ეხებოდა პარტიის „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისს ათო­ნე­ლის 27-ში, რომელშიც მას წილი ჰქონდა და რომლის ხელში ჩაგდებაც, მისივე თქმით, ოქრუაშვილს სურდა.

თავად ირაკლი ოქრუაშვილმა კი მოგვიანებით ასეთი რამ განაცხადა: ქარელი იყო ღორის ტილი, რომელიც ფეხზე დავისვი და თავზე ამაცოცდა“.

ოქრუაშვილი და „რუსთავი 2“

ამ თემაზე ირაკლი ოქრუაშვილმა 2016 წელს „TV პირველის“ ეთერში ილაპარაკა. მან განაცხადა, რომ 2000 წელს „რუსთავი 2“-ის 70-პროცენტიანი წილი რეალურად თავად შეიძინა და ამით ხელიდან გამოსტაცა ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც, თავის მხრივ, აპირებდა ტელეკომპანიის შეძენას.

დვალსა და აქიმიძესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა. შესაბამისად, ჩემი მათთან გამოჩენა არ იქნებოდა შედეგის მომტანი. ამიტომ მე ერთი პიროვნება მოვძებნე, ჯემალ იმნაიშვილი, რომელიც მათთან ახლოს იყო და მისი მეშვეობით ვაწარმოე მოლაპარაკებები. დავითანხმე ეს ადამიანები, რომ მათი 60% მილიონ 200 ათას დოლარად გაეყიდათ. ეს თანხა ჯემალ იმნაიშვილის ხელით დვალს და აქიმიძეს გადავუხადე. ისინი დღეს ამბობენ, რომ მათ ფული არ აუღიათ. ეს ასე არ არის. დამატებით ჩემი ფული გადავუხადე იმ 800 ათას დოლარიან წილზე, რომელიც მაშინ უსასყიდლოდ გადავუფორმე“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

კონფლიქტი პრეზიდენტთან

მწეველებზე არ მინდა ცუდად გამომივიდეს - დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა იყო ერთადერთი კარგი რაღაც, რაც ამათგან გავიგე. მე თვითონაც დიდი ხანია სიგარეტისთვის თავი მაქვს დანებებული და ამიტომ კარგი არაფერი ხდება ქვეყანაში და ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი
ირაკლი ოქრუაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ოქრუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, 2007 წელს მან პარტია დატოვა და სააკაშვილს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა. „შანსს არ გავუშვებ, რომ არ გავანადგურო სააკაშვილი“, - თქვა მაშინ. მან რამდენიმე სერიოზული ბრალდება წამოაყენა, მათ შორის ისიც, რომ პრეზიდენტმა პირადად დაუკვეთა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია.

„2005 წლის ივლისში სააკაშვილმა მკითხა, თუ რას ვფიქრობდი ერთი ადამიანის მოშორებაზე - ეს იყო ბადრი პატარკაციშვილი. მაშინ მან [სააკაშვილმა] დამისახა ძალიან დეტალური გეგმა, თუ როგორ უნდა მოგვეშორებინა ის თავიდან,განაცხადა ოქრუაშვილმა.

ის მალევე დააპატიმრეს. ბრალი ექს-მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურებრივ გულგრილობაში ედებოდა. ყველასთვის მოულოდნელად ოქრუაშვილმა ბრალი აღიარა და ციხიდან გამოსვლის შემდეგ საფრანგეთში გადასახლდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2012 წელს საქართველოში მის დაბრუნებას ისევ დაპატიმრება მოჰყვა. გათავისუფლდა ერთი წლის შემდეგ.

უახლოესი წარსული

2016 წელს ირაკლი ოქრუაშვილი კიდევ ერთხელ შეეცადა პოლიტიკაში მოსვლას, როცა გორში მაჟორიტარ დეპუტატად იყარა კენჭი. დეპუტატობის კანდიდატად ოქრუაშვილი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა.

რაც შეეხება უახლოეს წარსულს, ირაკლი ოქრუაშვილმა საკმაოდ მძაფრი განცხადებები გააკეთა დავით გარეჯთან დაკავშირებით.

თავად ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო წლებში საკუთარ მოღვაწეობას ასე აფასებს:

თქვენ რომ გეკითხათ, რატომ იყავი ჩუმად 2012, 2013, 2014, 2015 წელს, მე მარტივად გეტყოდით, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება ქვეყანაში და რატომ უნდა ვიხმაურო, მარტო იმისთვის, რომ ვიხმაურო?! დღეს იმ ტენდენციების ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება და ყველაფერი ცუდი ხდება, კარგი არაფერი ხდება... კარგი ამათგან ბოლო შვიდი წლის განმავლობაში რაც დამამახსოვრდა - მწეველებზე არ მინდა ცუდად გამომივიდეს - დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა იყო ერთადერთი კარგი რაღაც, რაც ამათგან გავიგე. მე თვითონაც დიდი ხანია სიგარეტისთვის თავი მაქვს დანებებული და ამიტომ კარგი არაფერი ხდება ქვეყანაში და ჩემნაირი ადამიანების სიჩუმე ახლა არის დანაშაულის ტოლფასი, თორემ არანაირი სურვილი პოლიტიკაში დაბრუნების არც მქონდა და არც მაქვს, სიმართლე გითხრათ“.