29 ნოემბრის აქციაზე დაკავებულმა პოეტმა ზვიად რატიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება (166-ე და 173-ე მუხლები), რაც როგორც ჯარიმას, ისე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ზვიად რატიანის სასამართლო 2 დეკემბერს, 5:30 საათზე გაიმართება. მისი ადვოკატის ნესტან ლონდარიძის თქმით, რატიანის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, თუმცა ამჟამად თავს კარგად გრძნობს.
ზვიად რატიანმა თავი ამოიცნო კადრებში, რომელიც 29 ნოემბერს ფეისბუკით გავრცელდა. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ უსწორდება პოლიცია მამაკაცს.
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.