ბუნინის სილუეტი

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „სილუეტი“ გთავაზობთ საუბარს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის პირველ რუს ავტორზე, კლასიკური რუსული ლიტერატურის დასასრულის დიდ პოეტსა და პროზაიკოსზე, ივან ბუნინზე. ბუნინი გარდამავალი ხანის, კლასიკური რუსული ლიტერატურის დასასრულისა და მოდერნიზმის ეპოქის შემაერთებელი შემოქმედია, იგია მოდერნისტი ავტორი, რომელიც კლასიკურად წერდა, ძველი ფორმულირება რომ ვიხმაროთ, ბუნინი იყო ფორმით კლასიკური და შინაარსით მოდერნისტი. ბუნინმა საკმაოდ უცნაური ცხოვრებით იცხოვრა: შუა რუსეთში, ვორონეჟის სოფელში, ღრმა პროვინციაში დაბადებულმა და აღზრდილმა კაცმა თითქმის მთელი შეგნებული ცხოვრება საფრანგეთში იცხოვრა და პარიზში გარდაიცვალა. რატომ არ მიიღო ბუნინმა არც ერთი რუსული რევოლუცია; რა პრეტენზია ჰქონდა მას დროებით მთავრობასთან; რატომ ჩათვალა მან ბოლშევიკების გამარჯვება მთავარ რუსულ ტრაგედიად; რატომ იბრძოლა აქტიურად რევოლუციების წინააღმდეგ; რატომ დაწერა „დაწყევლილი დღეები“; რა იყო ნობელის პრემია ბუნინისთვის; როგორ შეხვდნენ რუსეთსა და მსოფლიოში მის ამ წარმატებას; რა დაუწუნა ბუნინს მარინა ცვეტაევამ; რატომ არ ისარგებლა საბჭოთა მთავრობის „სიკეთით“ და არ დაბრუნდა რუსეთში, – ამ და კიდევ ბევრ ასეთ კითხვას გაეცემა პასუხი გადაცემაში.