ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი, ბუბა კიკაბიძე, 11 ნოემბერს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის უკან, უკრაინაში დაბრუნება სთხოვა. „ჩვენ ახლოს ვართ, მაგრამ ამას როგორ ვიფიქრებდი, რომ ასეთ რამეზე დამჭირდებოდა მაგასთან მისვლა. მას ძალიან გაუხარდა ჩემი ჩასვლა. მე მას ვუთხარი, რომ შენ უნდა წაიყვანო ეგ (სააკაშვილი). თორემ მანამ თქვენ ამ საკითხს თავს მოაბამთ, ის (სააკაშვილი) შეიძლება იქ მოკლან-მეთქი“, - ამბობს ბუბა კიკაბიძე, რომელსაც რადიო თავისუფლებამ კიევში დაურეკა.