ბრუნო ლეტე: გაცილებით მეტია ის, რაზეც ტრანსატლანტიკური პარტნიორები თანხმდებიან
Your browser doesn’t support HTML5
ვაშინგტონში ხელისუფლების სათავეში 2017 წელს დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ ნატოელი მოკავშირეების, შეერთებული შტატებისა და ევროპის თანამშრომლობას მძიმე დარტყმა მიადგა რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროში - იქნება ეს კლიმატის ცვლილება, თავისუფალი ვაჭრობა თუ ირანთან შეთანხმება ბირთვული პროგრამის შესახებ. როგორ აისახება ტრამპის ადმინისტრაციის კურსი ნატოში თანამშრომლობაზე? ცნობილია ტრამპის გამონათქვამი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე: ნატო მოძველებული არისო. მართლაც ხომ არ მოძველდა ნატო? ჩვენს შეკითხვებს უპასუხებს კვლევით ცენტრ "გერმანიის მარშალის ფონდის" ანალიტიკოსი, ბრუნო ლეტე.