ბროკ ბირმანი: „ეს არ ეხება რუსეთს და რუსეთის ხალხს“

Your browser doesn’t support HTML5

მიმდინარე წლის 4 ივლისს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) აამოქმედა ახალი ინსტრუმენტი სახელწოდებით „კრემლის მავნე ზეგავლენასთან ბრძოლის“ (CMKI) სტრატეგიული ჩარჩო, რომლის მიზანია აშშ-ის პარტნიორი ქვეყნების გაძლიერება რუსეთის რბილი ძალის პირისპირ. USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელი, ბროკ ბირმანი რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა საქართველოში და მონაწილეობა მიიღო მაკკეინის ინსტიტუტისა და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში.