ბიჭი ბავშვით სტიქიის ზონიდან: აი, ასე გადავრჩით

Your browser doesn’t support HTML5

დავით ჯელაძე და მისი ოჯახის ცხრა წევრი 3 აგვისტოს სოფელ ურავიდან შოვში გასასეირნებლად წავიდნენ. მზიანი დღე იყო, უნალექო. შოვში ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდნენ და ინტერნეტში დებდნენ. მოულოდნელად ხიდზე შემდგარებს ჯერ უცნაური ხმაური მოესმათ, მერე კი მათკენ წამოსული მეწყრის უზარმაზარი მასა დაინახეს…

ოჯახის წევრები მეწყერმა ერთმანეთს დააშორა. დათო და მისი ექვსი წლის დისშვილი მაშო სრულიად მარტო აღმოჩნდნენ წელამდე ტალახში. თითქმის ოთხსაათიანი ბრძოლის შემდეგ დათომ მაშო სამშვიდობოს გაიყვანა და მერე ოჯახის სხვა წევრების საშველად წავიდა. ათივენი გადარჩნენ.

ამ გადარჩენის ამბავს გვიყვება დათო ჯელაძე, ბიჭი ლურჯი მაისურით და ზურგზე მოკიდებული ბავშვით, რომლის ფოტოც ინტერნეტში გავრცელდა