ბიძინა ივანიშვილი შალვა შავგულიძეზე
Your browser doesn’t support HTML5
რამდენად გმირია შალვა შავგულიძე და რამდენად მკვლელია ლევან მურუსიძე? - ასეთი შეკითხვა დასვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში სტუმრობისას. ეს შეკითხვა დაისვა სანდრო გირგვლიანის საქმეზე ლაპარაკისას. ივანიშვილმა გამოთქვა ეჭვი, რომ ადვოკატი შალვა შავგულიძე მონაწილე იყო მანიპულაციებისა სასამართლოსთან და პროკურატურასთან ერთად - „ადეიშვილი მართავდა ორივეს“. „დღეს შარს სდებენ მურუსიძეს და ახსენებენ, რომ ის ვალდებული იყო - პირველ ინსტანციაში უნდა დაებრუნებინა (საქმე) გამოსაძიებლად, რადგან სასჯელი არ იყო საკმარისი იმ მკვლელობისთვის, რაც იქ მოხდა... ამის უფლება არ ჰქონდა მურუსიძეს და იცით რატომ? იმიტომ, რომ შავგულიძემ თავის დროზე არ დაწერა აპელაციაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.