თეოლოგი ბექა მინდიაშვილი 2 თებერვალს დაესწრო მიტროპოლიტ ეპიფანეს აღსაყდრების ცერემონიას, რომელიც კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში გაიმართა. "კიევში ვარ, ინტრონიზაციაზე, ათასწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან წირვაზე" - წერდა ის "ფეისბუკში". 6 თებერვალს, ბექა მინდიაშვილი "დილის საუბრების" სტუმარი იყო და საუბარიც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის აღდგენისა და 2 თებერვლის ცერემონიის მნიშვნელობის ახსნით იწყება. ბექა მინდიაშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინელი ერი ევროპისთვის ბრძოლის კონტექსტშიც განიხილავს ავტოკეფალიას და არა მხოლოდ რელიგიურ კონტექსტში: "არამარტო რუსეთის იმპერიული საყრდენი მოყანყალდა, არამედ შეგვიძლია ვილაპარაკოთ კონფლიქტზე რელიგიურ მართლმადიდებლობასა და პოლიტიკურ მართლმადიდებლობას შორის". რაც შეეხება საქართველოს მთავრობის და საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულებას, ბექა მინდიაშვილის თქმით, ყველაზე სწორი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან მილოცვაა, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება კი გარდაუვალია, რადგან "სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. ის აღიარებულია კონსტანტინოპოლის მიერ და ეს პროცესი დასრულებულიც არის ამ თვალსაზრისით" და კიდევ, "რუსეთი რას გააკეთებს, არ უნდა იყოს ჩვენი დღის წესრიგის განმსაზღვრელი":
Your browser doesn’t support HTML5