27 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბესო ნამჩავაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი. მან ილაპარაკა საქართველოს მთავრობის რესტრუქტურიზაციასა და "მცირე მთავრობის მოდელზე", რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პრიორიტეტად და ეკონომიკური ეფექტის მომტანად სახავს. ბესო ნამჩავაძე განმარტავს, რომ მხოლოდ ის ცვლილებები, რაც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, არ არის საკმარისი ეკონომიკური ეფექტის მისაღებად და ჩამოთვლის რეალური შედეგის მომცემ ფაქტორებს. ბესო ნამჩავაძე აგრეთვე აღნიშნავს, რომ გაუგებარია, როგორ ესმის ახალ პრემიერ-მინისტრს მთავრობის ზომა.
Your browser doesn’t support HTML5