საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დამყარების შემდეგ, შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ბევრი ქვეყანა თავს ანებებს“ ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას.
„რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა სახით ურთიერთობა სურს ჩინეთთან. [მაგრამ] ბევრი ქვეყანა თავს ანებებს „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას, რადგან რამდენიმე წელიწადში გამოჩნდა, რომ ასეთი სასარგებლოც არ არის სხვა ქვეყნებისათვის. თუ საქართველოს ეს უნდა, იმედია, კარგ შედეგებამდე მიიყვანს“, - განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად.
ჩინეთში ერთკვირიანი ვიზიტისას, 29 ივლისს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა და მასთან ერთად გამოაცხადა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან.
ასევე ნახეთ ჩინეთის და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი - შეძლებს საქართველო ორ სკამზე ერთდროულად ჯდომას?საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამავე შეხვედრაზე მხარდაჭერა გამოუცხადა ჩინეთის „სარტყლისა და გზის ინიციატივას“. „სარტყელი და გზა“ არის ტრანსკონტინენტური ქსელი, - ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი, რომელიც ძველთაძველ „აბრეშუმის დიდ გზას“ ჰგავს, - რომელიც მჭიდროდ აკავშირებს აზიას, ევროპასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკას.
ასევე ნახეთ საქართველო „შუა დერეფანში“ - ჩინეთსა და ევროპას შორისელჩი დეგნანის შეფასებით, „ჩანდა, რომ ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო საქართველოსთვის და საქართველოს არჩევანია, თუ ვინ იქნებიან მისი პარტნიორები“. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მხარდამჭერად რჩება:
2017 წელს საქართველო ევრაზიის რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ასევე ნახეთ ჩინეთის ხაფანგში? - როგორ იცვლის საქართველო მეგობრებს