ბაქო შუშის აღებას ზეიმობს, სომხები უარყოფენ ქალაქზე კონტროლის დაკარგვას

Your browser doesn’t support HTML5

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში კვირას ხალხი ზეიმით შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებას, რომ აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ხელში ჩაიგდო საკვანძო მნიშვნელობის ქალაქი შუშა. ამავე დროს სომხეთი უარყოფს შუშაზე კონტროლის დაკარგვას, მაგრამ აცხადებს, რომ ბრძოლები გრძელდება რეგიონის სიდიდით მეორე ქალაქისთვის.