ბათუმი ძლიერი ქარის შედეგებს ებრძვის.
24 დეკემბერს, გამთენიისას, ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა საცხოვრებელ კორპუსებს, წააქცია მაღალი, მრავალწლიანი ხეები და ელექტროგადამცემი და გარე განათების ბოძები;
დაზიანდა ავტომობილები, საცხოვრებელი კორპუსები, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები.
ბათუმის მერიის ცნობით, „მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებები“ და ოპერატიულად მუშაობენ, რათა წაქცეული ხეებისგან და ბოძებისგან გზები გაწმინდონ.
აჭარაში უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო შეფერხებულია მატარებლების მოძრაობაც.
ასევე ნახეთ ბათუმი-თბილისის სარკინიგზო რეისი შეფერხდა - მოძრაობა 12 საათიდან აღდგება