„ბაბალეს“ ელფები

Your browser doesn’t support HTML5

„ბაბალე“ სოციალური საწარმოა, რომელსაც ახალი წლის წინა დღეებში უამრავი საქმე უგროვდება. ნაძვის ხის სათამაშოები და საახალწლო სუვენირები ხელიდან ხელში გადადის. სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლების მიერ 4 წლის წინ შექმნილი სოციალური საწარმო ბევრი ადამიანის მხარდაჭერით გაიზარდა და ახლა „ბაბალეს“ ხისგან დამზადებული სუვენირებიც ძვირფას საახალწლო საჩუქრად იქცა.