ახალი შტამები და ცხოვრება კოვიდთან ერთად

Your browser doesn’t support HTML5

არის თუ არა ალბათობა, რომ კორონავირუსის კიდევ უფრო მეტი შტამი გაჩნდეს?

გენომის ცენტრი, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს, უნიკალურია ჩვენს რეგიონში. სხვა კვლევებთან ერთად ცენტრში დასაქმებული მეცნიერები კოვიდის შტამებს აკვირდებიან. არის თუ არა ალბათობა, რომ კორონავირუსის კიდევ უფრო მეტი შტამი გაჩნდეს? ამ კითხვით მივმართეთ გენომის ცენტრის ხელმძღვანელს, ბიოლოგიის დოქტორ ადამ კოტორაშვილს.