ახალი მისალმება პარლამენტში
Your browser doesn’t support HTML5
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება - COVID 19-ის საფრთხის გამო ადამიანები მისალმებისას ფიზიკურ კონტაქტს მოერიდონ - საქართველოს პარლამენტშიც დაიწყეს. დეპუტატების ნაწილი მისალმებისას ხელის აწევით ან მუშტით მისალმებით შემოიფარგლება. ისინი კი, ვისაც ხელის ჩამორთმევაზე უარი ჯერ არ უთქვამს, საკანონმდებლო ორგანოში დამონტაჟებულ სადეზინფექციო ხსნარის დისპანსერებს ხშირად იყენებენ. რადიო თავისუფლების კამერამ მისალმების შეცვლილი ფორმები 6 მარტის პარლამენტის სესიის დაწყების წინ გადაიღო.