ახალი გამოწვევა - ქართველი მოჭიდავე ქალი ევროკონკურენციისთვის ემზადება
Your browser doesn’t support HTML5
თეონა ჯანდაგაშვილი საქართველოს მოჭიდავე ქალთა ნაკრების ერთადერთი წევრია, რომელიც აპრილში ბუქარესტში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. 20 წლის სპორტსმენმა მოჭიდავის კარიერა ოთხიოდე წლის წინ დაიწყო. არჩევანი ბევრმა დაუწუნა. უსიამოვნებებს ახლაც ხშირად აწყდება, მაგრამ აზრი ვერავინ შეაცვლევინა. უკვე სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირზეც მოასწრო მედლის მოპოვება, ევროპის ჩემპიონატის რანგის შეჯიბრებაზე კი თეონას ჯერ არ უჭიდავია.