ახალი ამბები ქუჩაში - გაგოშას ქუჩის მხატვრობა

 ამჯერად მედიაპლურალიზმის თემას შეეხო, კედელზე გამოსახული კაცის ჯიბეში „POSTV-ის“ და „მაესტროს“ მიკროფონები დევს, ხელში კი „იმედის“ „რუსთავი 2-ის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიკროფონები უჭირავს.

 

სტენსილი ბათუმში ონლაინ კამპანია #SpendYourSummerInGeorgia-ს ეხმაურება.
სუფრასთან მყოფი მსოფლიოს ღირსშესანიშნაბობებიდან სუფრის თავში მძინარე კრემლი ზის , მთაწმინდის ანძა კი ეიფელისა და პიზის კოშკთან, თავისუფლების ქანდაკებასთან და სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად მშვიდობის სადღეგრძელოს სვამს.

ქართლის დედას ცალ თვალზე ხელი აქვს აფარებული. სტრიტ-არტი გაგოშამ 20- 21 ივნისის მოვლენებზე შექმნა, რომელიც მალევე წაშალეს.

სტრიტ-არტი, სადაც სპეცრაზმელი ქართლის დედას იარაღს უმიზნებს ასევე მალე გააქრეს მიწისქვეშა გადასასვლელის კედლიდან.

30 ივლისს ლარის გაუფასურებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კომერციულ ბანკებში 3 ლარი გახდა. გაგოშამ ამ თემაზე რუსთავში სტენსილი გადაიტანა კედელზე, სადაც შოთა რუსთაველი თამარ მეფეს ამშვიდებს. 
 

 ამ სტენსილით გაგოშა მწერალთა სახლის და წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმებას გამოეხმაურა.  მწერალთა სახლის კედელზე შენობის პირველი პატრონი, დავით სარაჯიშვილი ჩემოდნით ტოვებს სახლს. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინიციატივით გაგოშას შექმნილი, ოკუპაციის ამსახველი სტენსილი გაიხსნა. გორში კედელს  კასეტური ბომბის კვალი ეტყობა.