ახალგორში დაშავებულ ქალს თბილისის კლინიკაში გადმოსვლას უკრძალავენ

ახალგორი. 2 სექტემბერი, 2019 წ.

თამარ გიგაურის ნათესავებმა დღეს კიდევ ერთხელ დაურეკეს ახალგორის გამგებელს და ცხინვალის საავადმყოფოდან მის გადმოყვანაში დახმარება სთხოვეს. თამარ გიგაური ოკუპირებულ ახალგორში რამდენიმემეტრიან ჭაში ჩავარდა და სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობა მიიღო, მოიტეხა მხარი, ქვედა კიდურები შეშუპებული აქვს. ოჯახის წევრებმა მაშინვე მიმართეს შესაბამის უწყებებს და დაზარალებულის თბილისის კლინიკაში გადაყვანა მოითხოვეს, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებამ ამაზე უარი თქვა და გიგაურის ნათესავებს მისი ცხინვალში გადაყვანა შესთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ ამოქმედებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიც და საქართველოს ხელისუფლებაც საქმის კურსში იყო, ოჯახს ცხინვალის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს.

ცხინვალის საავადმყოფოში პაციენტებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას ვერ უწევენ, ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობაც თბილისის კლინიკებს აკითხავს. გიგაურებიც დაჟინებით ითხოვენ პაციენტის გადმოყვანას, მაგრამ, უკვე მეორე თვეა, ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები ჩაკეტილია. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერი კეთდება გიგაურების ოჯახის დასახმარებლად, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება ჯიუტად არ ხსნის ჰუმანიტარულ დერეფანს.

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხს შეფერხება არ ექნება და დადებითად გადაწყდება, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და აბსოლუტურად ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, რომელთა დაცვისაგან თავისუფალი არავინ არ არის.
ქეთევან ციხელაშვილი


გასულ თვეში ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. ის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან დაკეტილ ე.წ. საზღვარზე არ გაუშვა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, ე. წ. გამშვები პუნქტების გახსნისკენ.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო თავის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იყენებს დაშავებულის ინტერესების დასაცავად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მის სამკურნალოდ გადმოსაყვანად.

თამარ გიგაურის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია ყველა არხით - რამდენჯერმე იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, გუშინვე დავუკავშირდით წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჩართულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენი ძალისხმევა ახლაც, მიმდინარე რეჟიმშიც, გრძელდება, მათ შორის ცხელი ხაზის გააქტიურებით. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ საკითხს შეფერხება არ ექნება და დადებითად გადაწყდება, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და აბსოლუტურად ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, რომელთა დაცვისაგან თავისუფალი არავინ არ არის. გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს მოვუწოდებ, - ესენი იქნებიან დე ფაქტო წარმომადგენლები თუ წარმომადგენლები რუსეთის მხრიდან, - რომ ასეთი საკითხების დროს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც იხელმძღვანელონ ჰუმანიტარული პრინციპით და ამ ქალბატონის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნან“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, მაგრამ პირობა არ შესრულდა.


ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრიდანაა დაკეტილი. ამის გამო ადგილობრივ მოსახლეობას შეზღუდული აქვს თავისუფალი წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიაზე, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ დაბაში მძევლად დარჩენილი მოსახლეობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.

ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი პასუხია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.

ასევე ნახეთ ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის შედეგები უცხოელ დიპლომატებს გააცნეს

საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, მაგრამ პირობა არ შესრულდა. ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ. ამ საკითხებზე ერგნეთში გამართული 6 ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.