აჭარაში, კლდის მწვერვალზე შეგროვებული თაფლი

დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეები, რომლებიც სიცოცხლეს საფრთხეში იგდებენ თხევადი ოქროს გამო

ხელში ფიჭა, გაჭრილი მომრგვალებული დანით

ეს ჯარას თაფლია, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, ნატურალური ნუგბარი საკვები მსოფლიოში.

სახლები, შეფენილი მთაში

ის მხოლოდ აჭარის მთებში მზადდება.

კაცი, ამძვრალი ხარაჩოზე, კლდეზე

ასეა ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა ამინდი რბილი და სტაბილურია: აჭარელი მეფუტკრეები თურქეთის საზღვართან, კლდეებზე...

ხეზე ამძვრალი კაცი

... და მაღალ ხეებზე ადიან თაფლის შესაგროვებლად და ამისთვის იყენებენ უძველეს საშუალებებს, რომელთა წარმომავლობაც უკვე დაკარგულია.

ხის სკები

ჯარას თაფლის სკები გამოთლილია ცაცხვის ხისგან, რომელსაც უპირატესობას იმიტომ ანიჭებენ, რომ მსუბუქია და ადვილად დასამუშავებელი.

ხის მორები

ხის მორებს შემდეგ ისეთ ადგილას ათავსებენ, ფუტკრებმა რომ შეამჩნიონ - ჩვეულებრივ, ტყის სიღრმეში. ხის გამოთლილი მორები ძალიან ჰგავს ფუტკრების ბუნებრივ საცხოვრებელს - ხის ფუღუროს.

ფიჭები ხის ფუღუროში

ჯარას მორების შიგნით ფუტკრები თავად ქმნიან საკუთარ თაფლის ფიჭებს, პრაქტიკული, კოლოფების მაგარი სკებისგან განსხვავებით, რომელშიც ბევრი მეფუტკრე ხელოვნურად ფორმირებულ ფიჭას იყენებს ფუტკრებისთვის.​

ფუტკრები

კავკასიურ მთის რუხ ფუტკრებს, რომლებიც ჯარას თაფლს აწარმოებენ, მთელ მსოფლიოში შენატრიან იმის გამო, რომ სიცივეს კარგად იტანენ და გრძელი ხორთუმი აქვთ, რომლითაც, სხვა ჯიშებისგან განსხვავებით, ნექტრის ბოლომდე გამოწოვა შეუძლიათ. ეს ფუტკრები შედარებით დამჯერები არიან, მაგრამ მათი ნაკბენი უჩვეულოდ მტკივნეულია.

მორები

ჯარას ზოგიერთ მეფუტკრეს სკა თავის სახლთან ახლოს აქვს, სადაც ის უფრო მეტად შეიძლება იყოს დაცული.

ხეზე ამძვრალი კაცი, ზემოთ სკა

სხვა მეფუტკრეები კი საოცარ სიმაღლეებზე ადიან თავიანთი სკების დასაბინავებლად, რომ ისინი თაფლის მოყვარული დათვებისგან დაიცვან.

კაცი ხეზე სკასთან

რამაზ დუმბაძეს, რომელიც, დაახლოებით, 16 მეტრის სიმაღლეზეა ასული - ჯარას 26 სკა აქვს თავისი სახლის გარშემო, ტყეში. 44 წლის მარჯვე მეფუტკრე ამბობს: "ვფიქრობ, რაღაც განსაკუთრებული თავისებურებაა იმაში, რომ სკა ხეზეა გამოკიდებული. ეს ცალკე სამეფოს ემსგავსება, სადაც მხოლოდ ფუტკრები მბრძანებლობენ".

ის ამბობს, რომ ჯარას თაფლისგან მიღებული შემოსავლით შეაკეთა თავისი სახლი, რომელიც ამ ხიდან სულ ახლო მანძილზეა.

ლიქიორით სავსე ჭიქით ხელში

გარდა იმისა, რომ ახალ თაფლს შეექცევიან, ზოგიერთი აჭარელი სოფლის მცხოვრები ამ ცეცხლოვან, მაგრამ რბილი გემოს ლიქიორს ხარშავს თავისი მოსავლისგან. ყოველწლიურად, დაახლოებით, 6 ტონა ჯარას თაფლი იწარმოება, რაც 2017 წლის მოსავალზე 2-დან 3 ტონამდე მეტია. ამჟამად ორ ათეულზე ოდნავ მეტი ჯარას მეფუტკრეა ჩართული აქტიურ საქმიანობაში.

კაცი კლდეზე, ხარაჩოებში

თამაზ ფუტკარაძე თავისი ჯარას სკების მოხსნას ცდილობს ხისა და მავთულისგან დამზადებული არამდგრადი ხარაჩოდან, რომელიც სადღაც 20 წლის წინ ააშენა კლდის ამ ნაპრალში.

კაცი კლდის ძირში

69 წლის კაცი ამბობს, რომ ის ბავშვობიდან იყო "მოხიბლული" ჯარას მეფუტკრეობის მეთოდით, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა თავის მამას უყურებდა, როგორ აძლევდა ის ფორმას სკებს. და ახლა ფრთხილად მუშაობს მამის ფუტკრებთან. ფუტკარაძემ თავის ზრდასრულ ვაჟსაც (თეთრ მაისურში) ასწავლა ის მეთოდი.

ფიჭები, ფუტკრები

ფუტკარაძის 20-დან ერთ-ერთ სკაში ფიჭები მორის შიგნით ზემოდანაა დაკიდებული. ის ამბობს, რომ ფუტკრებთან მთელი თავისი სიცოცხლე უფრო იმიტომ მუშაობს, რომ "ტრადიცია შეინარჩუნოს", თუმცა, უნიკალური თაფლის მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების გამო, 10 სკის დამატებას აპირებს თავის ტყეში.

ფიჭა, ფუტკრები, ხელი

თავისი თაფლის შესაგროვებლად ფუტკარაძე მომრგვალებულ დანას იყენებს (ის პირველ ფოტოზე ჩანს) იმისთვის, რომ ფრთხილად ჩამოჭრას ფიჭები სკის სახურავიდან.

ხარაჩოზე კაცი ზემოდან უშვებს პარკს

ფუტკარაძე უშვებს ფაქიზი მოსავლით სავსე ჩანთას ქვემოთ, სადაც თავისი ვაჟი ელოდება, რომ თაფლი და ფიჭა მთიდან ჩაიტანოს. თაფლის აღება წელიწადში ერთხელ ხდება.

ძვალი

გარდა იმისა, რომ თავისი სკები ისეთ სიმაღლეზე აქვს მოთავსებული, სადაც მას დათვები ვერ შესწვდებიან, ფუტკარაძემ გარშემო დაკიდებული საბჭოთა დროინდელი ლითონის ნარჩენებისა და დათვის ძვლებისგან (სურათზე) ხარბი ცხოველების შესაშინებლად ჯადოქრული ღობეც გააკეთა.

ფიჭა თაფლით ხელში

ფუტკარაძე გვთავაზობს კლდის მწვერვალზე მოწეული ფიჭის ნაჭერს. თაფლი გამჭვირვალეა, ოდნავ ხილის გემო გაჰკრავს, საოცრად სასიამოვნო საჭმელია და კიდევ უფრო კარგია, თუ მთის ცივი ნაკადულის წყალს პეშვით მიაყოლებ.

ასაკოვანი მეფუტკრე აღფრთოვანებულია იმით, რომ ეს უნიკალური თაფლი მზარდ ინტერესს იწვევს საქართველოს ფარგლებს გარეთ. "მე ამ გზას მივდევ, უკვე ათწლეულებია... ვფიქრობ, ფუტკრები მნიშვნელოვანია ჩვენი ლამაზი ბუნების შესანარჩუნებლად და ჯარას მეფუტკრეობა საშუალებას მაძლევს ჩემი წვლილი შევიტანო ამაში".