აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი გამწვავდა - რა არის ახალი და რას უნდა ველოდეთ

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ მორიგ შეტევას განახორციელებს ჩინეთთან მიმდინარე სავაჭრო ომში და 10-პროცენტიან ტარიფს დააწესებს ჩინური წარმოების კიდევ 200 მილიარდი დოლარის საქონლის იმპორტზე. ტარიფების ახალი ტალღა კიდევ უფრო გაამწვავებს ორი ქვეყნის სავაჭრო დაპირისპირებას.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე პეკინმა გამოაცხადა, რომ თავადაც დაუწესებდა ამერიკული წარმოების 60 მილიარდი დოლარის საქონელს საპასუხო ახალ ტარიფებს, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მუქარას შეასრულებდა და ახალ ტარიფებს დააწესებდა.

ახალი ტარიფები, საერთო ჯამში, შეიძლება 500 მილიარდი დოლარის ჩინურ საქონელს შეეხოს, საპასუხო ტარიფები კი პრობლემებს შეუქმნის ამერიკელ ფერმერებსა და კომპანიებს, რომლებიც თავიანთ პროდუქციას ჩინეთში ასაღებენ.

რა გააკეთა ტრამპმა?

ტრამპის ადმინისტრაციამ 17 სექტემბერს გამოაცხადა, რომ ვაშინგტონი დაბეგრავს 200 მილიარდი დოლარის ჩინური წარმოების პროდუქციას. ტარიფები 10 პროცენტიდან დაიწყება და 2019 წელს 25 პროცენტს მიაღწევს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. 2017 წლის 9 ნოემბერი

დაბეგრილი პროდუქციის ნუსხა გრძელია. მასში შედის, მაგალითად, სახლის სიგნალიზაციის მოწყობილობები და ველოსიპედები. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში აღარ მოხვდა ბავშვთა უსაფრთხოების პროდუქცია და პოპულარული ელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც მომხმარებელს ვარჯიშსა და კალორიების თვლაში ეხმარება.

ეს აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული პირველი ტარიფები არაა. ივნისში ტრამპმა 25-პროცენტიანი ტარიფი დააწესა 50 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე. ჩინეთმა საპასუხოდ ანალოგიური სანქციები დაუწესა აშშ-ს.

რატომ დააწესეს ტარიფები?

ვაშინგტონი უკვე დიდი ხანია ჩივის, რომ ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკა უსამართლოა. აშშ-ის ოფიციალური პირები ყურადღებას ამახვილებენ პეკინის განვითარების გეგმაზე "Made in China 2025".

ექსპერტების აზრით, ჩინეთს ნაკლები შესაძლებლობა აქვს ტარიფებით გავლენა მოახდინოს ვაშინგტონზე. მიზეზი მარტივია - ჩინეთის ექსპორტი აშშ-ში ბევრად აღემატება ამ ქვეყნიდან იმპორტს.

ეს დოკუმენტი მოუწოდებს ჩინეთს ახალი კომპანიები დააწესოს ტექნოლოგიების, რობოტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ბიოფარმაცევტიკის სფეროში. აშშ და სხვა ქვეყნები ჩივიან, რომ ჩინეთი უცხო ქვეყნის კომპანიებს განდევნის საკუთარი ბაზრიდან და მათ თავიანთი კომპანიებით ანაცვლებს. პეკინი ასევე მოითხოვს, რომ ამ ქვეყანაში მოქმედმა უცხოურმა კომპანიებმა ჩინეთს „გაუზიარონ“ თავიანთი ტექნოლოგია და ხშირად ამასაც არ სჯერდება და პირდაპირ კიბერქურდობას მიმართავს.

როგორი იყო ჩინეთის რეაქცია?

ახალი ტარიფების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ჩინეთმა განაცხადა, რომ საპასუხო ზომებს მიმართავს. მანამდე პეკინმა წარმოადგინა 60 მილიარდი დოლარის ამერიკული პროდუქციის სია, რომელიც დაიბეგრება, თუ ვაშინგტონი ახალ ტარიფებს მიიღებს.

ექსპერტების აზრით, ჩინეთს ნაკლები შესაძლებლობა აქვს ტარიფებით გავლენა მოახდინოს ვაშინგტონზე. მიზეზი მარტივია - ჩინეთის ექსპორტი აშშ-ში ბევრად აღემატება ამ ქვეყნიდან იმპორტს.

თუმცა ტარიფებმა, როგორც ჩანს, ვერც პეკინი დააზარალა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში მერილენდის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორმა პიტერ მორიჩიმ თქვა, რომ პეკინს ტარიფებზე საპასუხო ბევრი ბერკეტი აქვს: ვალუტის კურსით მანიპულირება, ხარჯების მწარმოებელზე გადანაწილება და სხვა.

ვის დააზარალებს ტარიფები?

სავაჭრო ომის შედეგად ჯერჯერობით ყველაზე მეტად დაზარალდნენ ამერიკელი ფერმერები, რომლებიც სოიოს აწარმოებენ. თუმცა აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირებამ შეიძლება უკიდურესად ნეგატიური გავლენა მოახდინოს გრძელვადიან პერსპექტივაში.

„მერილ ლინჩის“ ეკონომისტების აზრით, თუ დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდა, ეს გამოიწვევს მიწოდების ჯაჭვის რღვევას და შესაძლოა ეკონომიკას რეცესიისკენ უბიძგოს.

ევროკავშირის ეკონომიკის უწყების განცხადებით კი, აშშ-ისა და ჩინეთის დაპირისპირება ევროპის ქვეყნებსაც აზარალებს.

რა მოხდება შემდეგ?

ჩინეთი გეგმავდა ვაშინგტონში დელეგაციის გაგზავნას მოლაპარაკების ახალი რაუნდისთვის, მაგრამ ტრამპის მუქარამ ახალი ტარიფების შესახებ, რომელსაც მიიღებენ, თუ ჩინეთი უკან არ დაიხევს, პეკინს მანევრირების საშუალება აღარ დაუტოვა.

სატვირთო კონტეინერები. ჩინეთი

ექსპერტები ერთხმად ამბობენ, რომ ჩინეთი უკან არ და ვერ დაიხევს.

შედეგად, პიტერ მორიჩის აზრით, უპირატესობას ვერც ერთი მხარე ვერ მიაღწევს. მისი თქმით, ტრამპის ტარიფები გავლენას ვერ მოახდენს პეკინის ეკონომიკურ და სავაჭრო პოლიტიკაზე.