აშშ-ის სამხედროები არ დაზარალებულან ირანის საჰაერო თავდასხმისას

Your browser doesn’t support HTML5

ირანმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა ესროლა აშშ-ის სამხედრო ბაზებს ერაყში. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამ თავდასხმამ მხოლოდ მცირე ზიანი მიაყენა ამერიკულ ბაზას, ამის პარალელურად ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ამ თავდასხმით ამაყობს და თქვა, რომ აშშ-მა რეგიონი უნდა დატოვოს.