28 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ცნო მერიის გადაწყვეტილება რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენების შესახებ. ამით კომპანია “გრაალის” და “ტიფლის კოსტავას” მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება სასამართლო პროცესის მონაწილე “მწვანე ალტერნატივა”.