აქცია-პერფორმანსი ქარხნების მავნე გამონაბოლქვის წინააღმდეგ

Your browser doesn’t support HTML5

ეკოჯგუფის “გავიგუდეს” ორგანიზებით, რუსთავის ცენტრში, 6 ივლისს ღამით, ე.წ „პირამიდასთან“, აქცია-პერფორმანსი მოეწყო, ქარხნების წინააღმდეგ, რომლებიც ჰაერს აბინძურებენ. პირამიდის ოთხივე მხარეს დამონტაჟებულ ეკრანზე ქარხნებიდან გამონაბოლქვის ამსახველი ვიდეოსიუჟეტი გაუშვეს. პარალელურად, „პირამიდასთან“ ფოლადსადნობი ღუმელების და მათი მილების მაკეტები დადგეს, საიდანაც სიმბოლურად კვამლი ამოდიოდა. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ქარხნებს ეკისრებათ სოციალური პასუხისმგებლობა და ევალებათ სათანადო ფილტრების დაყენება, რათა რუსთავში შემცირდეს ჰაერის დაბინძურება.