აქცია ლაგოდეხში წყლის საფასურის გამო
Your browser doesn’t support HTML5
ლაგოდეხში ადგილობრივებმა აქციით გააპროტესტეს გადაწყვეტილება, რომ ამიერიდან წყლის საფასურს სულადობის ნაცვლად მრიცხველის ჩვენებით გადაიხდიან. სულადობრივი გადასახადი თვეში 50 თეთრი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივებს სარწყავადაც სასმელი წყლის გამოყენება უწევთ, აქციის მონაწილეების ვარაუდით თვეში 50 ლარის გადახდა მოუწევთ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია აქციის მონაწილეებს 1 თვეში სარწყავ წყალს შეჰპირდა, ამასთან განაცხადა, რომ მრიცხველებს ვერ გააუქმებენ. ამ შეთავაზების გამო აქციის მონაწილეებმა საკრებულოს თავმჯდომარეს ტერიტორიის დატოვება ურჩიეს. ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მოსახლეობას წყლის პრობლემა ისევ აწუხებს.