აქცია ირანის საელჩოსთან

Your browser doesn’t support HTML5

29 მარტს, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოსთან საპროტესტო აქცია ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტურმა ჯგუფებმა და აქტივისტებმა გამართეს. ისინი ასევე შეხვდნენ ირანის ელჩს საქართველოში, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს. აქციის ორგანიზატორებმა ელჩის წინაშე გააპროტესტეს ირანელი რეპერის, ამირ თათალუს მიერ თბილისში 24 მარტს ჩატარებული კონცერტი. აქციის ორგანიზატორები თვლიან, რომ ამ კონცერტზე რეპერმა გააკეთა ქართველებისა და საქართველოს შეურაცხმყოფელი განცხადებები და ასევე შეურაცხმყოფელი იყო მისი მოქმედებები და ჟესტები. მოგვიანებით ირანის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „მომღერლის არაეთიკური და კანონის შეუსაბამო საქციელით ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის რეაქციიდან და გაღიზიანებიდან გამომდინარე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო გამოხატავს წუხილს და საზოგადოების ინფორმირებისთვის აცხადებს შემდეგს: ირანის საელჩოსა და ირანის ხელისუფლებას არავითარი კავშირი არ აქვთ ამ პიროვნების ვიზიტთან. ნიშანდობლივია, რომ სხვადასხვა დანაშაულებების გამო მის მიმართ ირანში ამჟამად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“.