აქცია „დავიცვათ , რაც ჩვენია“

14 ივლისს ბუნების დამცველები დიღმის ტყე-პარკში საპროტესტო აქციას გეგმავენ. გიორგი გვახარიას სტუმარია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრი გიორგი ფცქიალაძე. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი აღნიშნავს, რომ 2019 წლის მარტში საკრებულომ, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკში 1300 კვ/მ ტერიტორიას მიანიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი და მშენებლობის ნებართვა გასცა კომპანია „ანაგზე“. გიორგი ფცქიალაძის თქმით, დაგეგმილი მშენებლობა ტყე-პარკს რეალურად რესტორნად და სავაჭრო ცენტრად გადააქცევს. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ აღუდგეს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას, გაუქმდეს კერძო კომპანიისთვის გაცემული ნებართვა მშენებლობაზე და ეს უნიკალური ტერიტორია დაუბრუნდეს ქალაქს.

Your browser doesn’t support HTML5

აქცია „დავიცვათ , რაც ჩვენია“