აქცია „დავიცვათ , რაც ჩვენია“
Your browser doesn’t support HTML5
14 ივლისს ბუნების დამცველები დიღმის ტყე-პარკში საპროტესტო აქციას გეგმავენ.
გიორგი გვახარიას სტუმარია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ახალგაზრდა
მწვანეების“ წევრი გიორგი ფცქიალაძე. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი
აღნიშნავს, რომ 2019 წლის მარტში საკრებულომ, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით,
დიღმის ტყე-პარკში 1300 კვ/მ ტერიტორიას მიანიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის
სტატუსი და მშენებლობის ნებართვა გასცა კომპანია „ანაგზე“.