აქციის ოცამდე მონაწილემ პლაკატებით, შეძახილებითა და პერფორმანსით გააპროტესტეს ოთხდღიანი ფორუმი. „რუსეთი ოკუპიანტია,“ „აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოა“, „წადით საქართველოდან“, - ამ შინაარსის შეძახილები საათზე მეტხანს ისმოდა სასტუმრო „ვერე პალასთან“. მედიაფორუმში მონაწილეობენ რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი რუსული მედიასაშუალებების წარმომადგენლები და ექსპერტები, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ქართული მედიასაშუალებები და აზერბაიჯანელი და სომეხი ჟურნალისტები. მედიაფორუმის ორგანიზატორები არიან რუსეთის პოლიტოლოგიური ცენტრი „Север-Юг,“ პრესკლუბი „თანამეგობრობა“ და გაზეთი „საქართველო და მსოფლიო.“
აქტივისტებმა რუსეთიდან „რბილი ძალის“ ჩამოსვლა გააპროტესტეს
Your browser doesn’t support HTML5
სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს თბილისში მიმდინარე მედიაფორუმი
სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასთან“ გაიმართა აქცია რუსეთის საპრეზიდენტო გრანტების ფონდის მიერ დაფინანსებული მედიაფორუმის წინააღმდეგ.